Image

"მძღოლს უთქვამს ახლა გიჩვენბეთ სერისო და ჩაურთავს კონდენციონერი" - რა მოხდა "მარშუტკაში"

image
loading...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში გადამხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"დღეს ერთ ჩემს თანამშრომელს უჩხუბია მარშუტკის მძღოლთან კონდიციონერის გამო. მძღოლს რომ ვერაფერი გააგებინა დაურეკია კომპოანიის პაირთან. პიარს ცალკე უჩხუბია მძღოლთან, ჩართე, თორემ სანქციებს დაგაკისრებთო. მძღოლი გაბრაზებულა და თუ არ გჯერათ, რომ არ მუშაობს კონდიციონერი, ახლა გიჩვენბეთ სერისო და ჩაურთავს, ოღონდ სავარაუდოდ მარტო ვენტილაცია. ისეთი ცხელი ჰაერი წამოვიდა ხალხი კინაღამ გაგუდულა. ხალხი ეხვეწებოდა გამორთე, შენი არაფერი გვინდაო. ამან არ გამორთო, სეირი უნდა გიჩვენოთ თქვენო და ასე გაუდა მგზავრები მთელი გზა! ეს ჩემი თანამშრომელი ორი გაჩერებით ადრე ჩამოსულა.
ვინმემ მძღოლები არ შემაცოდოთ! ხოლო ეს კომპანია, რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, არის გასაგდები ქალაქიდან!" - წერს მერაბ მეტრეველი. dle
loading...
5-07-2017, 10:43
-
---
კომენტარები
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები