Image

"დაგვეხმარეთ, განადგურებულები და გამწარებულები ვართ" - თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

image
loading...

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" ხელმღვანელის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი მოკლეს.
"შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა გარდაცვლილი გ. მაჩაიძის და ქალბატონი ხ. მაჩაიძე, რომელიც ასევე ემიგრანტია და აცნობა ეს ინფორმაცია რომ მისი ძმა მუშაობდა 8 წელი ერთ-ერთ ფაბრიკაში უთოზე და ის ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა რამდენიმე დღე. მისი ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია, მას თავის არეში აქვს დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები. როცა ახლობლები მივიდნენ ამოსაცნობად იქ გაიგეს ეს ამბავიო... ბაირამ ფაშაში მოხდა მკვლელობა და თურქი სამართალდამცავები არაფერს გვეუბნებიან თითქოს ქათამი მოკვდაო. განაცხადა ექსკლუზიურად შოთო სიხარულიძესთან საუბარში მოკლულის დამ ქალბატონმა ხ. მაჩაიძემ და შოთო სიხარულიძეს ამ საქმის გამოძიება და დაუყოვნებლივ დახმარება სთხოვა.

"დაგვეხმარეთ განადგურებულები და გამწარებულები ვართ ბატონო შოთო თქვენს მეტი პატრონი არავინ გვყავს ქართველ ემიგრანტებს, სტამბულში ბაირამის წინა დღით ჩემი ძმა გავიდა სამსახურში ფულის ასაღებად მაგრამ ვინ მოკლა არ ვიცით, დაგვეხმარეთ გთხოვთ. არ უნდა შერჩეთ ჩემი ძმის სასტიკი მკვლელობა. ეს უკვე მერამდენე ემიგრანტის მკვლელობაა... იმედი მაქვს ჩვენი ოჯახის გაჭირვებას და ტკივილს მიიტანთ გულთან და დაგვეხმარებით მკვლელის სათანადოდ დასჯაში. ( გ. მაჩაიძე 1977 წლის 20 დეკემბერს იყო დაბადებული) როდის ჩამოასვენებენ საქართველოში და მკვლელობის სხვა ახალ დეტალებს მოგაწვდით ხვალ"

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო", -წერს შოთო სიხარულიძე.

dle
Загрузка...
loading...
5-07-2017, 12:30
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...