Image

ცხარე კამათი ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის....

image
loading...


რუსთავი2-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის ცხარე კამათი გაიმართა. მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეში ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა მთელი 4 წლის განმავლობაში, ამის გამო მოხდა, რომ ფულს იღებდა კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც, სუს-ის აგენტი იყავით ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება.

ტელეკომპანიის დირექტორი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

dle
Загрузка...
loading...
5-02-2017, 15:19
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...